69 წლის ელტონ ჯონი და მისი 53 წლის მეგობარი მამაკაცი, დევიდ ფერნიში ფუფუნებაში ატარებენ დროს. ამჯერად წყვილი სენ-ტროპეში ისვენებს შვილებთან – ხუთი წლის ზაქარისთან და სამი წლის ელაიჯასთან ერთად.
ელტონი და დევიდი 1993 წლიდან არიან ერთად, 2005 წელს, ბრიტანეთში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასთან ერთად კი, წყვილმა საქორწინო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ცერემონია უინძორის ციხე-სიმაგრეში გაიმართა, წვეულებაზე კი, 700-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული.