ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინება სულ უფრო სკანდალურ დეტალებს იძენს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არასდროს დასრულდება.
რამდენიმე დღის წინ პორტალმა TMZ-მა ვარსკვლავური წყვილის პირადი ცხოვრების კოშმარული წვრილმანები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა თუ რატომ ატარებდა დეპი სალბუნს მარცხენა ხელის შუა თითზე. როგორც აღმოჩნდა, მორგი ჩხუბის დროს დეპმა ისეთი ძალიათ მიარტყა მუშტი კედელს, რომ ტრავმა მიიღო და თითის სერიოზული ტრავმა მიიღო. ჩხუბის მიზეზი ბანალური ეჭვიანობა გახდა: დეპმა მეუღლე ბილი ბობ ტორტონთან (ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმართან) ღალატში დაადანაშაულა. თუმცა, ოჯახის ახლობლების განცხადებით, ემბერს არასდროს ჰქონია ურთიერთობა ტორნტონთან. თითის დაზიანების შემდეგ, მიუხედავად ძლიერი სისხლდენისა, დეპმა სარკეზე ფრაზები ”ბილი ბობ” და ”თავქარიანი ემბერი” დაწერა.