თურქეთში, ვანის პროვინციაში აფეთქება მოხდა.
დაღუპულია 3 და დაშავებულია 40 ადამიანი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმა პოლიციის შენობასთან მოხდა.
ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.
სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი უკვე დააკავეს.