LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციას „ოქროს“ BMW ევაკუატორით გადაყავს

546
cagoldcarbroken

გერმანული დუსელდორფის პოლიციამ გზაზე მოძრავი „ოქროს“ BMW X5 გააჩერა და მძღოლს სასწრაფოდ დაპარკინგება მოსთხოვა. ამის შემდეგ კი ავტომობილი ტერიტორიიდან ევაკუატორით გაიყვანეს.

პოლიციელთა ინფორმაციით, „ოქროს“ მანქანა პირდაპირი მნიშვნელობით „ბრწყინავდა“ და სხვა მძღოლებს აბრმავებდა. სწორედ ამიტომ, მისი მოძრაობა დაუშვებელი იყო.

30 წლის მძღოლი კი ვერც წარმოიდგენდა, რომ მას კანონის დარღვევაში დაადანაშაულებდნენ და ავტომობილს საერთოდ ჩამოართმევდნენ.

როგორც ტუნერების გერმანული ასოციაციის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომობილის ოქროსფერი ლენტით გაფორმება 2500-დან 3000 ევრომდე ღირს. ხოლო, შეუძლია თუ არა მსგავსი განახლების შემდეგ მანქანას საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილება – ეს უკვე ექსპერტებმა უნდა დაადგინონ.

თუმცა, თუკი „ოქროსფერი“ ავტომობილი გზაზე მოძრავ სხვა მძღოლებს აბრმავებდა, მაშინ მისი გაჩერება ლოგიკური იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები