მესტიაში ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის თქმით, ბესიკ არღვლიანმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომლის შემდეგაც მან შემთხვევის ადგილი დატოვა და მიმალვა სცადა.
თავის მხრივ, ბრალდებულმა განმარტა, რომ გაქცევა არ უცდია. მისი სიტყვებით, გრძნობდა რა თავს დამნაშავედ ძმის წინაშე, თვთმკვლელობა სცადა:
„დანაშაული მაქვს. ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი თავი დამნაშავედ მიმაჩნია. მანქანა არ მივეცი, რომ დამეთმო ეს არ მოხდებოდა. მე დამნაშავედ ვგრძნობდი თავს ჩემი ძმის წინაშე და მაგიტომ გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა იმისთვის, რომ მივმალულიყავი,” – განაცხადა ბესიკ არღვლიანმა.
ბრალდებულის ახლობლებმა სიტყვით გამოსვლის უფლება ითხოვეს, რაც არ დააკმაყოფილა მოსამართლემ. მათი მხრიდან იყო წამოძახილი, რომ რეალურად ბესიკ არღვლიანს ძმა არ მოუკლავს და იბრალებს დანაშაულს. სხდომის დასრულების შემდეგ მათ ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ ისურვეს.
მესტიაში ძმამ ძმა მოკლა
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
საქმე ეხება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის თემში 21 ოქტომბერს, ცივი იარაღით ჩადენილ მკვლელობას. ახალგაზრდა მამაკაცი, ბრსიკ არღვლიანი შს სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა.
უწყების ინფორმაციით, ბესიკ არღვლიანმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა, ცივი იარაღით ყბისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მტკიცებულებები. მათ შორის დანა, რომლითაც მკვლელობა მოხდა.