თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდ Minehunter-ზე იმყოფება. როგორც “ფორტუნას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თურქული ხომალდი გონიოში ორი ჯარისკაცის ძებნის ოპერაციაში ჩაერთო. ხომალდი გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა.
თურქულმა ხომალდმა ძებნის ოპერაცია უკვე დაიწყო. გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან წვრთნების დროს დაკარგული კურსანტების მშობლები.
16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს 2 კურსანტი წყალში დაიკარგა. მიმდინარეობა გამოძიება.