LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩიტო გვრიტოს” ახალი ვერსია „შარასგან”, რომელიც გია ყანჩელს ძალიას მოსწონებია

14
jg.shara-ardaidardo

გადაცემას ღვინო დუდუკი ქალები” ჭაბუკა ამირანაშვილი  და ჯგუფი „შარას” წევრები სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში მომღერლებმა რამდენიმე ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზეს, ჩინეთში გასტროლებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსეს. გადაცემის მიწურულს კი გია ყანჩელის „ჩიტო გვრიტოს” ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა, რომელიც როგორც ჭაბუა ამირანაშვილმა გვითხრა, მიუხედავად იმისა რომ ავტორს ეს სიმღერა არ უყვარდა  ჯგუფის ვერსია ძალიან მოწონებია…

როგორ ჩაიარა გასტროლებმა ჩინეთში?

მუსიკოსებმა ნახეს რას ნიშნავს, როდესაც 25 საათი აეროპორტში ხარ, პირველ  რიგში ეს არის აღსანიშნავი. მასპინძლებმა გვთხოვეს ჩინური სიღერის გაკეთება და ორი კომპოზიცია მოვამზადეთ.  ძალიან კმაყოფილები ვართ, ასევე ავიღეთ პრიზი, გვაქვს მიწვევები და მომავალშიც იგეგმება გასტროლი ჩინეთში.  ძირითადად ქართული ხალხური სიმღერები გვქონდა წარმოდგენილი, ასევე სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი საუნდტრეკი შევთავაზეთ ჩინელ მსმენელს, რომელიც ბატონი ჭაბუკას ინტერპრეტაციით არის მომზადებული.

როგორია სამომავლო გეგმები?

ყველა საქმეს თავისი გათვლა აქვს,  მსმენელი ძალიან ჭრელია და უამრავი რამ არის გასათვალისწინებელი. ბიჭებს მთელი დისკი მზად აქვთ უკვე, საინტერესოდ გვინდა დისკის პრეზენტაცია დავგეგმოთ. მსმენელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მუდამ გვექნება საქმე, რადგან ეს ბიჭები სწორ გზაზე დგანან, აკეთებენ იმ მუსიკას, რომელიც მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში.  ყველაფრის პარალელურად ძალიან ბევრს ვსწავლობთ მუდმივად.

თქვენი და გია ყანჩელის შემოქმედების გადაკვეთის შესახებ რომ მოგვიყვეთ?

სანამ ბატონი გიას ამბავი მოხდებოდა ჩავწერეთ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „ჩიტო გვრიტო” და ვთხოვეთ მის ვაჟს რომ მამისთვის ეჩვენებინა, ძალიან ველოდებოდით, მოეწონებოდა თუ არა.  ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე არ უყვარდა ეს სიმღერა, რადგან მაქსიმალურად სერიოზულ მუსიკაში იყო ჩაბმული და „ჩიტო გვრიტოთი” რომ გახდა პოპულარული, ეს მომენტი არ მოსწონდა. შემდეგ გავიგეთ , რომ აღფრთოვანებული ყოფილა ჩვენი ვერსიით, რის გამოც ძალიან ბედნიერები ვართ, მის სიცოცხლეშივე მოვასწარით გაგვეკეთებინა სიმღერის ახალი ვერსია, რომლითაც არც ისე საყვარელი  ”ჩიტო გვრიტო” მოვაწონეთ.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

ჯგ. შარა – ჩემი ნაბადი

 

ჯგ. შარა – ჩიტო გვრიტო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგუფი “შარა” – რა ყოფილა გურია. Live

 

ჯგუფი “შარა” – ართი კოჩიქ ქუმორთუდო. Live

 

ჯგუფი “შარა”. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. 21.10.2019. ვიდეო კოლაჟი 

 

ჯგუფი “შარა” – იმერული ცხენოსნური. Live

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები