ბრიტანული ჯგუფი Coldplay საზოგადოების გაოცებას აგრძელებს, რამდენიმე დღის წინ, მუსიკალურმა კოლექტივმა ახალი ალბომი გულშემატკივართან გაგზავნილი ბეჭდური წერილით დააანონსა.
Coldplay ახალ ალბომს გულშემატკივართან გაგზავნილი წერილით აანონსებს (ფოტო)
ბენდმა ალბომის დასაანონსებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა და ფანებს ბეჭდური წერილები გაუგზავნა. თაყვანისმცემლებისთვის განკუთვნილ წერილში ჯგუფის წევრები იუწყებიან, რომ მათი ახალი ალბომი 22 ნოემბერს გამოვა და ის ორად იქნება გაყოფილი. Sunrise და Sunset
ახლა კი ახალი ალბომის სიმღერების სია ადგილობრივ გაზეთში, რეკლამის ადგილზე გამოაქვეყნდა. ალბომში შესული სიმღერების ჩამონათვალი გაზეთ Daily Post-ში გამოქვეყნდა, ის საყოფაცხოვრებო ნივთების შესახებ განკუთვნილი რეკლამების კატეგორიაშია განთავსებული.
შეგახსენებთ, 80 მილიონი ჩანაწერის მფლობელ ჯგუფს მრავალი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული, ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრიტანულ ჯგუფად მიიჩნევა. ბენდი Brit-ის რვა ნომინაციის და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდოს მფლობელია.
რაც შეეხება ახალი ალბომის გამოსვლის თარიღს, ის 22 ნოემბერს გამოვა და ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. დაველოდოთ, რა იქნება ბენდის მორიგი, კრეატიული ნაბიჯი.