LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოჰანი მალახოვის შოუში მონაწილეობისთვის ნახევარ მილიონს და პუტინთან სელფის ითხოვს

203

ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი რუსი ტელეწამყვანის ანდრეი მალახოვის გადაცემაში მონაწილეობას მხოლოდ უზარმაზარი ჰონორარისა და ვლადიმერ პუტინთან სელფის გადაღების ორგანიზების შემთხვევაში მიიღებს, ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

მსახიობს გადაცემაში „დაე, ილაპარაკონ“ („Пусть говорят“) მონაწილეობა შესთავაზეს, პასუხად კი ლოჰანმა უამრავი რამ მოითხოვა – 500 ათასი ფუნტი, კერძო თვითმფრინავი, დაცვა, პენტჰაუსი სასტუმროში Ritz-Carlton, მანიკიური და მაკიაჟი თვითმფრინავის ბორტზე, შეხვედრა პუტინთან და სელფი რუსეთის პრეზიდენტთან.

TMZ-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება და მოთხოვნებიდან ნაწილის შესრულებაზე რუსული მხარე თანახმაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g