LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი დეპუტატის პროტესტი: ევროპარლამენტში თურქული შოკოლადები მოისროლეს (ვიდეო)

165
BeFunky-collage (2)

თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენები ევროპარლამენტში იტალიელმა დეპუტატმა უჩვეულო ფორმით გააკრიტიკა

“არა თურქეთს” – ამ მოწოდებით ულტრამემარჯვენე ანჯელო ჩოკამ, დარბაზის ცენტრში დემონსტრაციულად თურქ კოლეგას შოკოლადი ესროლა. ჩოკამ დარბაზში ისიც განაცხადა, რომ არ აპირებდა საჩუქრების მიღებას მათგან, ვისაც ხელები სისხლში აქვს გასვრილი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დეპუტატის საქციელს მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ მისი ქმედებები ზიანს აყენებს ინსტიტუტის რეპუტაციას.ასეთი ფორმით გამოხატული პროტესტის გამო, იტალიელ დეპუტატს უფლებამოსილება 5 დღით შეუჩერდა.

ცნობისთვის, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ქურთი მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, ქურთმა მებრძოლებმა 14 პროვოკაციული თავდასხმა განახორციელეს.

თუმცა დასავლური მედია იუწყება, რომ ამ მომენტისთვის, რეგიონში სიმშვიდეა და სროლის ხმა არ ისმის, შესაბამისად შეთანხმება სრულდება.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის ხუთი დღით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ განცხადება თავად ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა ადაინაცვლონ. შეთანხმების ვადა 22 ოქტომბერს იწურება.

ცეცხლი შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია – ვითარება თურქეთი-სირიის საზღვარზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g