LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თვითმკვლელთა რაზმიდან” შიშველი ჯარედ ლეტოს სცენა ამოჭრეს

275

რამდენიმე კვირაა ფილმი ”თვითმკვლელთა რაზმი” კინოთეატრებს იპყრობს, სოციალურ ქსელში კი, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ფილმის პირვანდელი ვერსიაზე, სანამ ის რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს შეელეოდა.

როგორც E! News-თან ინტერვიუში ჯარედ ლეტომ აღნიშნა, ფილმმა მართლაც დაკარგა რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის გაშიშვლებული ჯოკერის სცენაც, რადგან ისინი არ შეესაბამებოდა PG-13-ის რეიტინგს.

მსახიობმა ფილმის გამოსვლამდეც რამდენჯერმე აღნიშნა დანანებით, რომ ეპიზოდების დიდი ნაწილი მისი მონაწილეობით ფილმიდან ამოღებულია და იხუმრა, რომ ამდენი გადაყრილი მასალით ერთი კარგი ფილმი გაკეთდებოდა ჯოკერზე. სხვათა შორის, მსგავსმა ფაქტმა მაყურებელშიც გამოიწვია უკმაყოფილება, ლეტოს ერთ-ერთმა ფანმა კი, Warner Bros-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც კი გადაწყვიტა, რადგან თრეილერით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჯოკერი წამყვანი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო, რეალურად კი, სულ სხვა რამ გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g