LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდოდა ხმაური მოჰყოლოდა და ეს გამოგვივიდა” – სტეფანე პრემიერით „არ დაიდარდოში”

23
stefane-ardaidardo-radio-dueti

„რადიო დუეტს თაკოსთან ერთად”  მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი  ახალი ნამუშევრის რადიო პრემიერით სტუმრობდა,  რომელზეც უკვე ვიდეორგოლიც გადაღებულია და საზოგადოების უდიდესი მოწონებით სარგებლობს. „მინდოდა ხმაური მოჰყოლოდა და ეს გამოგვივიდა” – აღნიშნა მომღერალმა.   

„ძველი ტანგო” რატომ ეს სიმღერა ?

ბავშვობიდან მახსოვდა ეს სიმღერა, ბორიკო შხიანის „ძველი ტანგო”,  რომელსაც მანანა თოდაძე ასრულებდა, ახლა კი უბრალოდ მომინდა ახალ ნამუშევარს ხმაური მოჰყოლოდა და ეს გამოგვივიდა კიდეც.  ზოგადად მსგავსი ექსპერიმენტები მხიბლავს და ყოველთვის ვაკეთებ ისე, რომ ჩემს მიერ შესრულებული სიმღერა  არ გავდეს ორიგინალს. ძალიან რთული იყო მუშაობა, სპეციფიკური სიმღერაა, მაგრამ იმ მუსიკოსების დახმარებით, რომელთან ერთადაც გაკეთდა არანჟირება ყველაფერი გამოვიდა, ნიკოლოზ რაჭველის დახმარებით გავაკეთეთ, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები უკრავენ, ჩაიწერა „ლენო რექორდსში” , ხმის რეჟისორი გახლავთ  გიორგი გვარჯალაძე.

ჩემი ბენდის მუსიკოსები არიან საქართველოში ერთადერთი და განუმეორებლები,  ლევან დეისაძე ბასი, ზაზა ცერცვაძე დრამი, პაატა ანდრიაძე როიალთან. საქსაფონზე უკრავს „ხონძი”.

მანანა თოდაძეს როგორ მოეწონა ახალი ვერსია?

მანანა თოდაძემ ძალიან კარგად მიიღო, ადეkვატურად, მოეწონა.  სიმღერის ავტორსაც ძალიან მოეწონა, დადებითი გამოხმაურება მოყვა ძირითადად, მაგრამ იყო კრიტიკული შეფასებებებიც. ყველას მინდა ვუთხრა, სიმღერა არ არის ხატი, მისი ხელის ხლება შეიძლება, თუ არ მოგწონთ არ მოისმინოთ.

გენიალური კომპოზიტორების მუსიკის ქავერებსაც აკეთებენ, თავისუფალი ქვეყანაა და ყველას აქვს უფლება გააკეთოს რაც უნდა, რა თქმა უნდა ავტორთან შეთანხმებით.

სტეფანე. გადაცემა “რადიო დუეტი”. 25.10.2019. ვიდეო კოლაჟი

ვინ იმუშავა „ძველი ტანგოს” ვიდეორგოლზე?

კლიპი JWT Metro Production-მა გადაიღო, რეჟისორი: დავით ბორჩხაძე, მონტაჟი: რატი რამიშვილი. ძალიან ბევრი ნახვა აქვს, 2-3 დღეში 700 ათასამდე ავედით.

სამომავლო გეგემები როგორია?

მივემგზავრებით ამერიკაში, საშობაო ღონისძიებები დაგეგმილია 21 და 22 დეკემბერს, ფილადელფიასა და მანჰეტენზე. ახალ წელს წინანდალში შევხვდებით, 2020 წელიც კი დაჯავშნილი გვაქვს. თბილისში არ ვაპირებ კონცერტს, ვასვენებ ჩემს მსმენელეს, რადგან ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა და მეშინია ალერგია არ ჰქონდეთ.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

სტეფანე – ტანგო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სტეფანე – ტანგო

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები