LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება Kia-ს ახალი Optima

121
kia-car-news

Kia-მ ცხელ-ცხელი Optima-ს პირველი თიზერი გაავრცელა. სიახლეს ადგილობრივ ბაზარზე K5-ის სახელით იცნობენ და როგორც გავრცელებულ გამოსახულებაში ჩანს, მისი ვიზუალი საკმაოდ შეცვლილია.

გარდა ექსტერიერისა, ვიდეოში სალონიც გამოჩნდა. როგორც ჩანს, ახალი Optima მთლიანად ციფრულ პანელს მიიღებს, განახლდება მისი ცენტრალური კონსოლი და სალონში დიდი ზომის ეკრანიც დაემატება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს 2,5 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავით უზრუნველყოფენ და აგრეგატი რვა-საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იფუნქციონირებს.

ახალი Kia Optima-ს პრემიერა წლის ბოლომდე უნდა შედგეს, ბაზარზე კი ის სავარაუდოდ, 2020 წლიდან გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g