LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ხეივანში რიგით მე-5 სასტუმროს მშენებლობა იწყება

57

ბათუმში, გმირთა ხეივანში , საერთაშორისო სტანდარტების რიგით მე-5 სასტუმროს მშენებლობა იწყება. აჭარაში კიდევ ერთი ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებაზე რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში  10 700 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპლექსში განთავსდება არანაკლებ 60 ნომრიანი სასტუმრო, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, გასართობი ცენტრი და მიწისქვეშა ავტოსადგომი 1500 კვ.მ. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით , გმირთა ხეივნის განვითარების  კონცეფციის ფარგლებში ამ დროისთვის სულ 5 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი შენდება , ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 51 მლნ აშშ დოლარია. შედეგად ქალაქს დაახლოებით 430 სასტუმრო ნომერი დაემატება.

რამაზ ბოლქვაძე ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტებსაც შეეხო.  “აჭარაში საინვესტიციო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. წლების წინ თითქმის უფუნქციო ახალ ბულვარში ეხლა არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ძალიან მალე ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი საზოგადოებრივად აქტიური ნაწილი გახდება”, -აღნიშნა ბოლქვაძემ.

ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების:
• საპრივატიზებო ღირებულება დაახლოებით 21 მლნ ლარი
• მისაღები ინვესტიცია დაახლოებით 520 მლნ ლარი
(დაახლოებით 110 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g