სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ვინაობას ასახელებს და მის ფოტოს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის, ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე – 032 2 75 23 85, 577 28 25 19.
პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა.
მისი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.