LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საკმაოდ ბევრი ნახვა მოაგროვა მცირე დროში” – ,,კახური პოპურის” ახალ ვერსია ,,სოლოსგან”

10
jgufi-solo-ardaidardo-show

გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” ჯგუფი ,,სოლო” სტუმრობდა, ქუთაისიდან. ორი წლის ისტორიის მქონე ბენდი აქტიურად მუშაობს, მათი რეპერტუარი ქალაქური, ხალხური და კლასიკური სიმღერების საინტერესო ვერსიებს აერთიანებს. ,,სოლოს”ანგარიშზეა რამდენიმე მუსიკალური რგოლი, უახლოეს მომავალში კი ალბომის გამოშვებას გეგმავენ.

როდის და როგორ დაიწყო თქვენი ერთობლივი მოღვაწეობა?

ყველაფერი დაიწყო ორი წლის წინ ქუთაისში, მეგობრები ვართ, თანაც მუსიკოსები და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბენდი და ერთად გვეკეთებინა მუსიკა. მიზნად დავისახეთ ხალხისთვის მოსაწონი სიმღერების შექმნა და მგონი გამოგვდის კიდეც.

რამდენად მრავალფეროვანია თქვენი რეპერტუარი?

გამოცდილების, ნიჭის და მონდომების ხარჯზე, ყველაფერს ვუმკლავდებით. ხალხურსაც, კლასიკურსაც და ქალაქურსაც ვაკეთებთ ხარისხიანად და გემოვნებიანად. ძირითადად ქალაქურ პოპურებს ვასრულებთ, რაც ხალხს მოსწონს ყველაზე მეტად. საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს.

დღეს პრემიერა გვაქვს, მოგვიყევით ,,კახური პოპურის” ახალ ვერსიაზე?

ჩვენეული ვერსიაა, ჩაიწერა ქუთაისში, ”ჯორჯიან რექორდსში”.  ვიდეორგოლიც გადაღებულია, საკმაოდ ბევრი ნახვა მოაგროვა მცირე დროში, რაც დიდი სტიმულია ჩვენთვის.

როგორია სამომავლო გეგმები ?

ალბომზე ვმუშაობთ, გარდა ამისა ვწერთ სიმღერებს და ვიღებთ ვიდეო რგოლებს. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს ერთ-ერთი ანსამბლის ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა. ვგეგმავთ საქართველოს ყველა რეგიონის მოვლას და მსმენელთან ცოცხლად შეხვედრას.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

ჯგ. სოლო – კახური პოპური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგუფი “სოლო” – იმერული პოპური. Live

 

ჯგუფი “სოლო” – ქვეყანა ჩალად არა ღირს. Live

 

ჯგუფი “სოლო” – რა ყოფილა გურია. Live

 

ჯგ. სოლო. გადაცემა “რადიო დუეტი”. 28.10.2019. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები