შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინტენსიური თოვისა და გაძნელებული ხილვადობის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები”, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.