LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ვთხოვ ხალხს შეძენილი ბილეთები დახიონ და გადააგდონ ” – დეკანოზი დავით რუხაძე ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” (ვიდეო)

488
Capture13

ქართულ-შვედური ფილმის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება.

ფილმის კინოთეატრებში გაშვებას კიდევ ერთი სასულიერო პირი ეხმაურება.

ვაპირებ მშვიდობიანად დავდგე და გავაპროტესტო გარყვნილების სიბილწის, უზნეობის პროპაგანდა... თხოვნით მინდა მივმართო ხალხს ან

არ მივიდნენ საერთოდ ან შეძენილი ბილეთები დახიონ და გადააგდონ.” – ამის შესახებ დეკანოზმა დავით რუხაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არის მცდელობა მამათმავლობა, გარყვნილი ცხოვრების წესი დაინერგოს ქვეყანაში, ამით კი მებრძოლის სული კნინდება და ვერც ტერიტორიებს დავიბრუნებთ.

თუ მაინც აჩვენეს, მთავრობა უნდა გადადგეს - ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება მობილიზებულია

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ხვალ ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება

როგორც მამაო ამბობს შესაძლებელია ბლოკირება მოხდეს.  “ვიდგებით ვილოცებთ და ამას შევეწინააღმდეგებით”

“თუ ჩვენ ზნეობის მაგალითებს არ ვაჩვენებთ ჩვენს მომავალ თაობებს არც ღვთის შეწევნა და არც წინსვლა იქნება ქართველი ერის… გავრცელდა გაუგონარი სიბილწის კადრები, როდესაც ახალგარზდა ბიჭი ამას უყურებს მისი ზომბირება მოხდება და იგივეს გაკეთება მოუნდება. ეს გარყვნილებაა და ამისკენ როცა ვუბიძგებთ მომავალ თაობას ღმერთი არ მოგვხედავს ასეთ ერს.” – განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა კინოთეატრებში დღეს, 8 ნოემბერს შედგება. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. საზოგადოებაში ამ ფილმის მიმართ, ინტერესი ძალიან მაღალია, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე ჯილდოები აიღო.

“საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა უარყოს აგრესია სექსუალური უმცირესობების მიმართ” – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g