კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგაში გატანილი გოლების მხრივ ლეო მესის გაასწრო.
საგოლე რბოლა მწვავდება.
ორთვიანი მკურნალობის შემდეგ რონალდო ფეხბურთს შაბათს დაუბრუნდა და პრიმერას შეხვედრაში „ოსასუნასთან“ მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა გოლის შესაგდებად. ეს გოლი რონალდოსთვის ესპანეთის ჩემპიონატში 261-ე აღმოჩნდა (სადებიუტო 2009/10 წლების სეზონიდან მოყოლებული).
ლიონელ მესიმ ამავე პერიოდში ერთი გოლით ნაკლები გაიტანა, თან ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული (239-237).
ამავე დროს არგენტინელი პორტუგალიელს უსწრებს საგოლე გადაცემის მხრივ – 100-76 (2009/10 წლებიდან) და საჩემპიონო ტიტულებით: 5-1.
