LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენეტ ჯექსონმა ორსულობის გამო 43 კგ მოიმატა

114

ჯენეტ ჯექსონის ორსულობის შესახებ ცნობილი გაზაფხულზე გახდა, 49 წლის მომღერალმა განაცხადა, რომ იძულებული იყო, ტურნე შეეწყვიტა, რათა ჯანმრთელობისთვის პრობლემები არ შეექმნა. ჯექსონი სულ მალე პირველი შვილის დედა გახდება.

„ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ძალიან მინდა, რომ ამის შესახებ პირველებმა თქვენ გაიგოთ. მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, ოჯახი გავზარდოთ, ამიტომ იძულებული ვარ, შევწყვიტო ტურნე. ძალიან გთხოვთ, ეცადეთ, გამიგოთ, რადგან რაც ახლა ხდება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმებმა მომცეს რეკომენდაცია, დავისვენო.

ყოველთვის მახსოვხართ და აუცილებლად გავაგრძელებ ტურს, როგორც კი საშუალება მომეცემა!,“ – ასე შეატყობინა მომღერალმა თაყვანისმცემლებს ორსულობის შესახებ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯექსონისთვის ორსულობა მარტივი არ აღმოჩნდა, მომღერალმა 43 კგ მოიმატა და ახლა იგი 113 კგ-ს იწონის. მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასარიდებლად, ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g