LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლაზეთი” – ახალი ქართული ბრენდი ”თბილისი მოლში”

1041

”თბილისი მოლში”  ახალი ქართული ბრენდის -”ლაზეთის” პირველი მაღაზია გაიხსნა.   მაღაზია ”თბილისი მოლის” პირველ სართულზე განთავსდა.

ქართული ბრენდი აწარმოებს ქალის სამოსს ოთხივე სეზონისთვის.  ამ ეტაპზე მაღაზია ორიენტირებულია ადგილობრივ ბაზარზე.  თუმცა,  ”ლაზეთის” შემქმნელების ინფორმაციით, პროდუქციის დიზაინი მოერგება მსოფლიო მოდის ტენდენციებსაც და  სამომავლოდ  პოტენციურ უცხოელ „ბაიერებთან“ თანამშრომლობა და პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდაც იგეგმება.lazeti1

შეგახსენებთ, ”ლაზეთი” პირველად 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის თბილისის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საფეიქრო ინდუსტრიის წარმოსაჩენად ”თბილისი მოლის” მთავარ ატრიუმში განთავსდა სტენდი, სადაც ადგილობრივი საფეიქრო ფაბრიკები, და მათ შორის შპს “ლაზეთი” საკუთარ პროდუქციას წარმოადგენდნენ. ღონისძიების ფარგლებში  შპს „ლაზეთის“ პროდუქცია წარმატებულად გაიყიდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მწარმოებლებმა საკუთარი მაღაზიის გახსნა და ბიზნეს საქმიანობის გაფართოება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g