LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

119

ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს, შედეგად, ტერიტორიაზე გზის ახალი საფარი მოეწყობა და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

კომპანიის ინფორმაციით,  პროექტი დედაქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

”ვაკის რაიონში განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება. კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, მასშტაბური სამუშაოები შეასრულა – ვარაზის ხევში, ახლით შეიცვალა წყალარინების 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოეწყო წყალარინების მიმღები ახალი კამერა და ჭა; კეკელიძის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამავე პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ბარნოვისა და საჯაიას  ქუჩებზე, ასევე ჭავჭავაძის გამზირზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g