LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს ჯგუფის მთავარი მატჩი აქვს

50

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ნაბიჯიღა აკლია. ილიას ზუროსის გუნდი დღეს, 14 სექტემბერს ბოლო საშინაო საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს თბილისში – საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაში ჩვენი ეროვნული გუნდი პრაქტიკულად გაინაღდებს ევრობასკეტის საგზურს.

ქართველებმა სლოვაკეთი ბრატისლავაში 3 სექტემბერს 94:63 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა თბილისში მონტენეგროსთან დათმეს, 14 სექტემბრის მატჩის მოგების შემთხვევაში იმ 11 წარმატებულ გუნდში დაიბევებენ ადგილს, რომლებიც მიმდინარე შესარჩევი ტურნირიდან ევრობასკეტზე გავლენ.

სლოვაკეთთან მატჩს საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელია ოპტიმალურ ფორმაში არაა, მწვრთნელთა და თავად კალათბურთელის გადაწყვეტილებით ის სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან მნიშვნელობით ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოსა და სლოვაკეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 14 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

 

ილიას ზუროსი:
– საქართველოს ნაკრები ყოველმხრივ მზადაა. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ნაკრების კალათბურთელები თამაშში გულს დებენ. მონტენეგროსთან მატჩსაც ყველაფერი შეალიეს, რისი გაღებაც შეეძლოთ. ეს ქომაგმაც დაინახა. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა გულშემატკივრის გულების გასახარებლად. ჩვენ და ბალკანელები ჯგუფის ფავორიტები ვართ და, ვფიქრობ, შესაბამის თამაშს ვუჩვენებთ. ევროპაზე გასვლას ორივე ვიმსახურებთ. საქართველო და მონტენეგრო არა მხოლოდ ამ ჯგუფის, მთელი შესარჩევის ორი საუკეთესო ნაკრებია.

ზაზა ფაჩულია:
– 14 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ყველაზე მთავარი მატჩი ელის. მისი მოგება აუცილებელია. უნდა დავივიწყოთ, რომ სლოვაკეთში 31 ქულის სხვაობით გვაქვს მოგებული. თბილისში კარგი გუნდი ჩამოვიდა და ჩვენც კარგად უნდა დავხვდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g