LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინის კედლის დაცემა საკულტო Trabant-ებით აღნიშნეს

120
9dee874bb2fae5ec7d04e3d24cdaeaa8108490a2

წელს გერმანიამ ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავი აღნიშნა. მრავალფეროვან ღონისძიებათა შორის იყო ავტომობილთა აღლუმი. მსვლელობისთვის საბჭოთა ოკუპაციის მთავარი სიმბოლო მოდელი Trabant შეირჩა.

ამ ავტომობილებს გერმანელები მოფერებით „ტრაბის“ ეძახდნენ. მათი წარმოება 1957 წლის 7 ნოემბერს დაიწყო.  ანუ მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაგზავნა და ავტომობილს Trabant ანუ გერმანულად „თანამგზავრი“ უწოდეს.

მცირელიტრაჟიანი მოდელის წარმოება 1991 წლამდე გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში კონვეიერიდან 3,5 მილიონი ეგზემპლარი ჩამოვიდა. „ტრაბებმა“ ბერლინის კედლის დაცემას გაუძლეს და გაერთიანებული გერმანიის სიმბოლოდაც იქცნენ. ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი  უბრალოება იყო და შემორჩენილ მოდელებს გერმანელები დღემდე განსაკუთრბეული პატივისცემით ეპყრობიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები