LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებლად საქართველოსთვის 24 მილიარდიანი ფონდი გაიხსნა

95

ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებლად საქართველოსთვის 24 მილიარდიანი ფონდი გაიხსნა. ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ იგეგმება ერთობლივი პროექტი, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს ინოვაციური ბიზნესების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამების წარდგენა და დაფინანსების მოპოვება, კომერციულ ბანკებთან ერთად უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ყველა იმ დაწესებულებას შეეძლება, ვინც ინოვაციური ბიზნესის განვითარებითაა დაინტერესებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს დაფინანსებიც მიღებით დაინტერესებულ აუდიტორიას შეხვდა, სადაც ბიზნესსფეროს წარმომადგენლებს დაფინანსების მოპოვების გზები გააცნეს.

”მივაწოდეთ ინფორმაცია ყველას, ვინც დაინტერესებულია ინოვაციის განვითარებაში, თუ როგორ უნდა მოხდეს აპლიკაციების გაკეთება და შემდგომ ფინანსების მიღება, იმ 24-მილიარდიანი ფონდიდან, რომელზეც წვდომა საქართველოს მას მერე გაეხსნა, რაც ჩვენ ასოცირების წევრები გავხდით. ეს არის უპრეცედენტო  შემთხვევა, როდესაც ჩვენ ქვეყანას ევროპულ ფონდებზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ინოვაციური პროექტებისა და კვლევების დაფინანსება ძალიან სარისკო ბიზნესია და შესაბამისად, კომერციულ და საფინანსო ბანკებს ამისთვის განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ, რასაც პროგრამა INNOFIN უზრუნველყოფს.

INNOFIN –  ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ფონდის საერთი ინიციატივაა, რომელიც კომერციულ ბანკებსა და იმ ინსტიტუტებს, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა დააფინანსოს ინოვაციური პროექტები, მხარში უდგება და შესაბამისი პროგრამებით იმის გარანტირებას ახდენს, რომ აღნიშნული სესხები დაბრუნდება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g