LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ბერულაშვილს სახელმწიფომ ბინა აჩუქა

405

იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ეკონომიკის სამინისტრომ ბინა აჩუქა. სახლი კანდელაკის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც ბერულაშვილი რამდენიმე წელია ცხოვრობს. ბესო ბერულაშვილს სახლი სახელმწიფომ პირდაპირი შესყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა. როგორც თავად მსახიობი აცხადებს, მას საკუთარი ჰონორარით ბინის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ ქართველმა ხელოვანებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მთავრობას მისთვის ბინის ჩუქების თხოვნით მიმართეს. წერილი ირაკლი ღარიბაშვილს გაეგზავნა და მას ხელს კულტურის სფეროს წარმომადგენლები აწერენ. იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები