LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მუნიციპალიტეტებისგან გაგზავნილი შეტყობინებების შესწავლა დაიწყო

73

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მუნიციპალიტეტებისგან გაგზავნილი შეტყობინებების შესწავლა დაიწყო.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მუნიციპალიტეტების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სახელით იღებენ სატელეფონო შეტყობინებებს წყლის სისტემის მოწყობის პროექტის დასრულების, ბაღების/სკოლების რეკონსტრუქციის და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების შესახებ.
”შეტყობინებებს თან ახლავს უარის თქმის (SMS off) მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს მსგავსი ტიპის შეტყობინებების შეწყვეტა, თუმცა მოქალაქეებს უჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ მოხდა მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო. იგეგმება დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შეტყობინებების გამომგზავნი ორგანიზაციებისგან, იმისთვის რომ დადგინდეს მონაცემთა მოპოვების წყარო და მოპოვებული მონაცემების მოცულობა, განხორციელებული ქმედების კანონთან შესაბამისობა,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g