გამოცემა People-ის ინფორმაციით, 50 წლის ვარსკვლავი ბრენდ Coach-ის გაზაფხულის კოლექციას წარადგენს.
მომღერალმა და მსახიობმა, ჯენიფერ ლოპესმა აღნიშნული სიახლე სოციალური ქსელის საშუალებით გაგვიაზიარა და აღნიშნა, რომ ის ბრენდის დიდიხნის თაყვანისმცემელია.
„ახალი კოლექცია ჩემს სტილს იდეალურად შეესაბამება“, – აცხადებს ჯეი ლო
შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, ვარსკვლავი გამოცემა GQ-მ ,,წლის ადამიანად” დაასახელა. ლოპესმა ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მისი დეკემბრის ნომრის გარეკანიც დაამშვენა.
„წლის ადამიანი“ - ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ GQ-ს გარეკანზე (ფოტო)
ვარსკვლავმა ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მისი დეკემბრის ნომრის გარეკანიც დაამშვენა