LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ბრენდული სასტუმრო თბილისში – „იბის თბილისი სტადიუმი“ გაიხსნა

1879
78419304-2538103506239616-1385947089850073088-o

ახალი ბრენდული სასტუმრო დედაქალაქში – 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო იბის თბილისი სტადიუმი აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. ახალი სასტუმროს გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ქალაქს კიდევ ერთი ბრენდული, სამარსკვლავიანი სასტომრო შეემატა. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ მსგავსი ტიპის განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა მზარდია. ჩვენ დღეს ვნახეთ ძალიან საინტერესო ახალი კონცეფციის მქონე სასტუმრო. მოხარულები ვართ, რომ სასტუმროს მფლობელემა შეძლეს და დაასაქმეს დაახლოებით სამოცამდე ადამიანი. მსგავსი ტიპის პროექტები მინიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვესტიციის კუთხით, არამედ მნიშვნელოვანია იმითაც რომ დივერსიციფირებულად ვითარდება განთავსების ობიექტები და იქმნება სამუშაო ადგილები,“- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ეკონომ კლასის სასტუმროში 150 ნომერია. ასევე 50 ადამიანია დასაქმებული და 8 000 000 ევროს ინვესტიცია არის ჩადებული.

ACCOR ჯგუფმა თბილისში რიგით მე-3 სასტუმრო გაიხსნა, რომელიც როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნეს სეგმენტზეა გათვლილი. Accor მსოფლიში ცნობილი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს 4,900-ზე მეტ სასტუმროს, კურორტსა და რეზიდენციას სთავაზობს.

ცნობისთვის, Ibis-ის ქსელი 1974 წელს დაარსდა და ევროპაში ბიუჯეტური სასტუმროების ერთ-ერთი ლიდერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g