LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW სუპერქარს გამოუშვებს

129
bmw

ავტომობილი ჰიბრიდულ ან ელექტრონულ აგრეგატს მიიღებს

BMW–ს სპორტულმა დანაყოფმა M-მა გადაწყვიტა, რომ Mercedes–ისთვის მიებაძა და განსხვავებული სუპერქარის შექმნას გეგმავს. სიახლე ტრადიციული მეთოდებით არ აიგება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარზე არსბეულ მოდელთაგან განსხვავებულ ვიზუალს მიიღებს.

როგორც M დანაყოფის წარმომადგენელმა განაცხადა, ახალი სუპერქარი შესაძლო კროსოვერიც კი იყოს. ავტომობილი ელექტრონულ აგრეგატს მიიღებს და სავარაუდოდ, ჰიბრიდული ვერსიაც ექნება.

BMW–ში იდეის რეალიზება უკვე დაიწყეს, თუმცა პირველი შედეგები მხოლოდ 2021 წლისთვის გასაჯაროვდება. ამ დროისთვის კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბავარიული სუპერქარი ყოველდღიური ავტომობილი იქნება და ჩვეულებრივი მოხმარების გზებისთვისაც გამოდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები