თბილისის დიდმა საკონცერტო დარბაზმა ანსამბლ “ალილოს” 20 წლის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლა. რეპერტუარის გამორჩეულ სიმღერებთან ერთად, კონცერტის ერთ-ერთ საინტერესო გამოსვლად იქცა “კახეთო, ჩემო კახეთო”, რომელიც “ალილომ” გამორჩეულად კარგად შეასრულა.
ვიდეოს ნუცა ყანჩაველი ავრცელებს და წერს, რომ მისი აზრით, ეს სიმღერა ასე არავის შეუსრულებია.