ჟურნალისტმა თათია თოფურიამ, რომელიც წლების წინ “იმედის” სახე იყო „მთავარ არხზე“ დაიწყო მუშაობა. ის ამჯერად დილის ეთერიდან მიესამლება მაყურებელს და გადაცემას “შენი დილა” გაუძღვება.
“შენი დილა” ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპია. 12 წლის შემდეგ სწორედ ამ გადაცემით ვუბრუნდები ჩემს საყვარელ პროფესიას. ეს გამოწვევა როგორც სიხარულის მომტანია, ასევე დიდ პასუხისმგებლობას მიჩენს თითოეული მაგურებლისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის მიმართ, რადგან დღევანდელ ტელევიზიას ერთი მნიშვნელოვანი სიახლე განასხვავებს წინა პერიოდისგან. ჩვენს მაყურებელს არა მარტო გადაცემის შეფასება, არამედ სოციალური ქსელებისა და პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით, მის დაგეგმვაშიც შეუძლია აქტიური მონაწილეობის მიღება. რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ მარტონი არ ვიქნებით თემების შერჩევაში. მეც და ჩემი მეწყვილეც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დიდი ინტერესით დავაკვირდებით ყოველ თქვენს შემოათავაზებას, რომ ჩვენს მიერ შექმნილი სატელევიზიო პროდუქტი თქვენს ინტერესებს და მოლოდინებს ეხმიანებოდეს.
ვიცი, რომ გველით ინტერესით და ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით თქვენთან შეხვედრას”,-წერს თათია თოფურია სოციალურ ქსელში.
ვიცი, რომ გველით ინტერესით და ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით თქვენთან შეხვედრას”,-წერს თათია თოფურია სოციალურ ქსელში.