Crazy Hall-ში ახალი წლისთვის მზადება დაიწყო – საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბატუტის ცენტრი მომხმარებელს საახალწლო პროგრამას სთავაზობს.
ახალი წლისთვის დაგეგმილი აქტივობები Crazy Hall-ში 20 დეკემბერს იწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორც „ფორტუნას“ ბატუტის ცენტრში განუცხადეს, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს Crazy Hall-ში თოვლის პაპა და ფიფქია დახვდებათ, მოეწყობა ქაღალდის შოუ და სხვა ბევრი მხიარული თამაშობა გაიმართება. Crazy Hall ბავშვებს უამრავ საჩუქარსაც ჰპირდება.
„საახალწლო აქტივობები დაგეგმილი გვაქვს მთელი დღის განმავლობაში საბავშვო ჯგუფებისთვის (როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ბაღის ბავშვებისთვის). ბავშვები ნახავენ, თუ როგორ მოიყვანს თოვლის პაპა თოვლს ბატუტებზე – არნახული შოუ ელით. გარდა ამისა, 25 დეკემბერს გაიმართება ღია საახალწლო პროგრამა აბსოლუტურად ყველასთვის. ასე რომ, დასაჯავშნად დარეკეთ შემდეგ ნომერზე – 598 795 057“, – აცხადებენ Crazy Hall-ში.
ცნობისთვის, Crazy Hall ანუ პირველი მასშტაბული ბატუტის ცენტრი საქართველოში 2017 წლის დეკემბერში გაიხსნა და წარმოადგენს გართობის ადგილს მთელი ოჯახისთვის. აღსანიშნავია, რომ Crazy Hall ამერიკული პროექტის ანალოგია, რომელიც ქართული ინვესტიციებით აშენდა და მასში 40 ათასი ლარი ჩაიდო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Crazy Hall ორიენტირებულია მთელ ოჯახზე. ანუ, აქ გართობა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. Crazy Hall მომხმარებელს სთავაზობს 30-მდე ბატუტს, პოროლონის ორმოს, ბაგირზე ცოცვას და მთამსვლელთა სავარჯიშო კედელს.
ბატუტის ცენტრი Crazy Hall გლდანში V და VI მიკროებს შორის მდებარეობს.