LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილი მასზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეების გვარებს ასახელებს

68

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი მისამართით ალექსანდრე ინდუაშვილმა გაისროლა.

მისივე თქმით, დღეს დილით ამომრჩევლებთან შეხვედრები ჰქონდა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდანვე ცდილობდა შეხვედრების ჩაშლას:

ედუარდ ნუცუბიძეს რომ არაფერი გამოუვიდა, მოიყვანა მკვლელობაზე და ყაჩაღობაზე არაერთგზის ნასამართლევი, ვინმე ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მასაც ჰქონდა სურვილი შეხვედრის ჩაშლის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაცვის წევრებმა რამდენჯერმე კორექტულად მიუთითეს, ბოლოს მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა განახორციელა, როგორც ჩემს მიმართ, ისე ჩემი დაცვის წევრების მიმართ.

მისივე თქმით, გორში ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ დაელოდება პოლიციის მუშაობას.:

ამ ყველაფერის თავი და თავი გახლდათ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ასეთი ადამიანების აქტიურობას. ის აძლევდა გარანტიას, რომ მათ არავინ შეეხებოდათ, ისევე როგორც ის უკეთებდა ორგანიზებას კრიმინალურ ავტორიტეტების მიერ გორელი ახალგაზრდებისათვის ზარების განხორციელებას. მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ჩემი ძალებით ძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მაქვს.

პოლიციას აქვს მცირე დრო, რადგან ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი აპირებს საქართველოს დატოვებას ცხინვალის გავლით. კახა კალაძის ეს ქმედება, მისი ცოლისძმის ჩართვა პროცესში, არის გამომწვევი მიზეზი აი ამ დაუსჯელობის სინდრომის. თუ საარჩევნო პროცესი უნდა იმართლოს ე.წ. კარგი ბიჭების მიერ, ეს კარგს არაფერს მოუტანს „ქართულ ოცნებას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g