„ვითიბი ბანკის“ დაფინანსებით ბათუმში “აგროჰაბის” პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს.
„აგროჰაბის“ და „ვითიბის“ თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. ბათუმში გახსნილი „აგროჰაბიც“ სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია“, – განაცხადა „ვითიბი ბანკის“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ.
ცნობისთვის, “აგროჰაბი” მომხარებელს ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას.
ბათუმში გახსნილი „აგროჰაბი“ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე სუპერმარკეტია. ამის გარდა კომპანია ფლობს რძის და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ფრინველის ფერმებს, კონსერვაციის საწარმოს და ღვინის მარანს კახეთში.
ბათუმის “აგროჰაბში” სამასამდე ადამიანი დასაქმდა.