LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპის ახალი ავტომობილი Renault Duster გახდა

97
renault-duster-papa

Renault ჯგუფმა რომის პაპს ექსკლუზიური კროსოვერი Dacia Duster გადასცა. ყველგანმავალი ინდივიდუალური დაკვეთითაა დამზადებული და ბუნებრივია, რომ ჩეულებრივი „დასტერისგან“ ძალიან განხვავდება.

„პაპამობილი“ საფირმო ძვლისფერად შეღებეს და კრემისფერი სალონი გაუკეთეს. ტყავის სავარძები მაქსიალურად კომფორტული გააკეთეს, სახურავი მოძრავი გახადეს, რათა ღონისძიებებზე პაპს ხალხთან კონტაქტი შეეძლოს.

ახალი ავტომობილი კათოლიკური ეკლესიის ლიდერს Renault-ის პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

კომპანიაში „პაპამობილის“ ტექნიკურ მახასიათებლებზე არ საუბრობენ და ერთ-ერთი ვერსიით მოდელმა 1,3 ლიტრის მოცულობის 150 ძალის ძრავი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკემ წინამორბედებისგან განსხვავებით მდიდრულ ავტომობილებზე უარი თქვა და როგორც წესი, ბიუჯეტურ ავტომობილებს ირჩევს ხოლმე. ისეთებს როგორიცაა – Jeep Wrangler, Nissan NP300 ან Fiat 500L.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g