LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 საათიანი შეფერხების შემდეგ, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა აღდგა

167

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია და სადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა დღეს დილიდან მგზავრებს ვერ ემსახურებოდა. შეფერხება სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით იყო გამოწვეული.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, სადგური  3 საათის განმავლობაში იყო დაკეტილი.

”სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანების გამო, მატარებელი დაბალი სიჩქარით იმართებოდა. მგზავრებს ეს დისკომფორტი რომ არ ჰქონოდათ, მოძრაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g