Ferrari–ში იმედოვნებენ, რომ ინოვაციური მოდელი Roma, კომპანიას ახალი კლიენტების მიზიდვაში დაეხმარება. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც აქამდე ფიქრობდა, რომ იტალიურ სუპერქარს ვერ „გაქაჩავდა“.
მანამ სანამ, Aston Martin, Bentley, Lamborghini და Porsche მოდელთა რიგებს ამრავლებენ და სულ ახალ და ახალ კროსოვერებს ამატებენ, Ferrari ისევ ყველაზე ძვირადღირებული სუპერქარების მწარმოებლად რჩებოდა. ეს ფაქტი კი როგორც ჩანს, ძალიან ბევრ პოტენციურ კლიენტს აშინებდა.
მწარმოებელმაც გადაწყვიტა, რომ გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და შეექმნა მოდელი Roma, რომელიც ნაკლებად „საშიშია“ და სუპერქარზე მეოცნებე ადამიანებისთვისაა შექმნილი.
Roma–ს მყიდველები პრემიალური კროსოვერებისა და სედანების მფლობელები უნდა გახდნენ. რაც შეეხება Ferrari–ს პირველ კროსოვერს – გრანდიოზული პრემიერა 2022 წლისთვის შედგება.
