LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პორტებში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების სრული მონიტორინგი განხორციელდება

76

2017 წელს საქართველოში შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაცია IALA-სთან არსებული მსოფლიო აკადემიის ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფი ჩამოვა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” საერთაშორისო ასოციაციია (IALA) -სთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფი საქართველოს პორტებში განთავსებულ სანავიგაციო ნიშნების სრულ მონიტორინგს განახორციელებს. აკადემიის ექსპერტები საქართველოში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმძღვანელო რეკომენდაციებს დატოვებენ.

,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” საფრანგეთში შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) კომიტეტის სხდომაზე მიიღო მონაწილეობა. ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად სხდომას საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და საზღვაო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტზე განიხილეს  IALA-ს მიერ მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში დადგენილი ნაოსნობის ერთიანი წესები და რეკომენდაციები, ასევე, განისაზღვრა სამომავლო სამუშაო გეგმები და ზონები მუშა ჯგუფებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური” IALA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით აკადემიის ექსპერტთა რეკომენდაციებით პერმანენტულად ისარგებლებს, რაც  პრიორიტეტულია საზღვაო ინდუსტრიის განვითარების იმ ეტაპზე მყოფი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.