LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კარნეგი ჰოლში” საშობაო ფესტივალზე ქართველი ბავშვები ჩამოვლენ – დავით ღვინიანიძე სტუმრად ,,არდაიდარდოში”

6
gvino-duduki-guest-show

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” ამერიკაში მოღვაწე პროდიუსერი და მომღერალი დავით ღვინიანიძე სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში დავითმა ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა, ასევე  საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ფონდის ,,მსოფლიო ტალანტები” საქმიანობაზე ისაუბრა.

დავით, ქარულ გეგმებზე მოგვიყევი?

ქუთაისში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, უკვე მეორედ, საოპერო ფესტივალის გამართვა იგეგმება. შემდგომში კი ,,კარნეგი ჰოლში” საშობაო ფესტივალზე ქართველი ბავშვები ჩამოვლენ. ,,გზა კარნეგისჰოლისკენ” ეს არის ვოკალისტების კონკურსი, რომელიც  საქართველოში ტარდება და ქართველ ბავშვებს  შესაძლებლობა ეძლევათ მსოფლიო დონის სცენებზე იმღერონ, მე ყველაფერს გავაკეთებ მათი წარმატებული მომავლისთვის.

ფონდი ,,მსოფლიო ტალანტები” უკვე მსოფლიოს სამ ქვეყანაში ფუნქციონირებს, რუსეთში, ამერიკაში და საქრთველოში, უახლოეს მომავალში მექსიკაში და ევროპის ქვეყნებშიც გაიხსნება. ფონდი საკმაოდ დიდ მასშტაბზე გადის, ჩვენს კონცერტებზე ,,ლა სკალას” და ,,მეტროპოლიტენ ოპერას” სოლისტებს ვიწვევთ, ნინო სურგულაძე და თამარ ივერი შემიძლია გავიხსენო.

წინ უამრავი გეგმა და პროექტია, რომელსაც მომავალში მოგახსენებთ.

მხოლოდ კლასიკურ ჟანრს მოიცავს თუ სხვა ჟანრებსაც?

ამ ეტაპზე ასეა, მომავალში ვაპირებთ ცვლილებებს, საშემსრულებლო ხელოვნების სრულად მოცვას ვგეგმავთ. რაც შეეხება ,,გზა კარნეგიჰოლისკენ”, რომელიც საქართველოში ტარდება სუფთა კლასიკური მიმართულებაა.

ემიგრანტები თუ არიან ფონდის საქმიანობაში ჩართული?

ძალიან ბევრი ემიგრანტი უდგას ბავშვებს გვერდით. ამერიკაში, ჩვენს პრ დირექტორთან, ლელა ნინუასთან ერთად ვაკეთებთ ახალ პროექტს ემიგრანტებისთვის, მარტში ჩაეშვება და დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დავით ღვინიანიძე – მთვარეო. Live

 

დავით ღვინიანიძე. “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

დავით ღვინიანიძე – თბილისო. Live

 

დავით ღვინიანიძე. “ღვინო დუდუკი ქალები”. სრული ჩანაწერი.

 

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები