ცესკომ 09:00 საათისთვის არსებული მონაცემები წარადგინა.
პროპორციულ ნაწილში 2 345 საარჩევნო უბნის ხმებია დათვლილი, ამ დროისთვის წინასწარი შედეგები ასეთია:
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 49.92%;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “26.7%;
“პატრიოტთა ალიანსი “- 4.88%;
“ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები”- 4.13%;
“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”- 3.6%;
“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძროაბა”- 3.36%;
“ლეიბორისტული პარტია” – 3.04%;
“უსუფაშვილი-რესპუბლიკელები” – 1.48%.
თამარ ჟვანიას თქმით, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ცესკოში ოქმების შეტანა. 1 415 ოქმია დამუშავებული.
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე შედეგები საშუალებას არ იძლევა ზუსტად დადგინდეს, რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური.