ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” მომღერალი ნინო ბაშარული, გიორგი ფხალაძესთან და დათო ლონდარიძესთან ერთად ესტუმრა. გადაცემაში დაპრემიერდა ახალი სიმღერა, რომელიც ნინომ გიორგისთან ერთად დუეტში შეასრულა.
ყოველთვის ძალიან მიყვარს თქვენთან სტუმრობა და ამისთვის მადლობას გიხდით, დღეს მარტო არ მოვსულვარ, ჩემთან ერთად არის ჩემი მეგობარი გიორგი ფხალაძე, ასევე ვარ მისი შვილის ნათლია და რაც მთავარია დავიწყეთ ერთობლივი შემოქმედება, მასთან ერთად მუშაობამ მომიტანა ბევრი წარმატება.
რა ასაკიდან მღერი ?
ყველაფერი დაიწყო ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ვუსმენდი ჩემი მშობლების, ბებია-ბაბუის სიმღერებს, ზოგი გიტარაზე ზოგიც კი ფანდურზე უკრავდა და ასე მოვხვდი მუსიკალურ ოჯახში.
ვიცით, რომ შენი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილია, თუმცა შენი პირველი გამოჩენა იყო ჯეოსტარში, როგორი განცდა იყო ?
ჯეოსტარი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. დავიბენი კიდეც, რომ ასე სწრაფად გამიცნო საზოგადოებამ და არ მომიწია ბევრი წვალება, თუმცა ამ პასუხისმგებლობამ მოიტანა ჩემი ფორმაში ჩადგომა, საკუთარ თავს უფრო მეტი მოვთხოვე, რადგან ძალიან თვითკრიტიკული ვარ, ჩემი შექმნილი ნაწარმოებებით არასდროს არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. ყოველთვის ვაიძულებ თავს, რომ ვიმუშაო დღე და ღამე სრულყოფილად.
გიორგი ერთ-ერთია საქართველოში, რომელიც თავად ქმნის ხელნაკეთ გიტარებს, ასევე უკრავს და ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მან ძალიან დიდი შრომა ჩადო ჩემს მუსიკალურ კარიერაში.
გიორგი ძნელია ინსტრუმენტის შექმნა?
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაკავშირებულია დიდ რისკებთან რა თქმა უნდა ძნელია, შესაძლებელია ხელი დაიზიანო. ხის ინსტრუმენტი ძალიან ფაქიზი მოსავლელია და სჭირდება მოფრთხილება.
როდის დაიწყეთ ერთად მოღვაწეობა?
2007 წელს მივიღე მონაწილეობა ესპანეთის ჯაზ ფესტივალზე, სადაც ამიყვანეს მოულოდნელად სცენაზე და მითხრეს, რომ უნდა მემღერა ბოშური სიმღერა. ყველას ძალიან მოეწონა მითხრეს, შენ აქ რომ იყო აუცილებლად გაგავარსკვლავებდითო. თბილისში რომ ჩამოვედი დიდი ინსპირაცია და სტიმული მივიღე, ჩამოსვლიდან ორ კვირაში დავიწყე ჯგუფის შედგენა, გიორგი კი ერთ-ერთი ადამიანი იყო ვინც პირველი დამიდგა გვერდში და დამეხმარა ჯგუფის ჩამოყალიბებაში. ჯგუფის სახელი კი არის „პალომა“ , რომელიც აღებული მაქვს პედრო ალმადოვარის ფილმიდან, ფაქტიურად მისი ყველა ფილმის საუნდტრეკი გავაკეთეთ და ესე დაიწყო ჩვენი კონცერტები.
გიორგისთან ცალკე შემოქმედებითობა მაქვს, და ჩვენ ყოველთვის შევქნმით ერთად სიმღერებს, გარდა ამისა ჩემს უნიჭიერეს მეგობართან დათო ლონდარიძესთან ერთად გავაკეთე არაჩვეულებრივი გუნდი ბენდის სახით. გვიწვევენ ხოლმე სხვადასხვა გასტროლებსა და კორპორატიულ საღამოებზე, სადაც ვთავაზობთ საკუთარ საავტორო ნაწარმოებებს.
დათო ნინოს ძალიან სპეციფიური ხმა აქვს, რამდენად მარტივია ან ძნელი ბენდის შეთავსება მასთან?
ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, რადგან მისი მუსიკალური ხედვა მრავალფეროვანია, მისი არეალი ძალიან დიდია და ღრმა, აქედან გამომდინარე ჩვენი კოლაბორაცია შედგა, გამოვიდა ჰარმონიული თანწყობა.
ნინო – მე მიმართლებს იქიდან გამომდინარე, რომ არ ვწვალობ მუსიკოსებთან, უფალი და სამყარო მიგზავნის ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც არ მტანჯავენ. პალომას შემთხვევაშიც მე ვიყავი იდეალურად შერწყმული მათთან და ამ შემთხვევაშიც დათო როდესაც გავიცანი ფაქტიურად მესამე ფილტვი გამეხსნა, რადგან ვიგრძენი რომ ადამიანს უთქმელად ესმის ჩემი.
სიმღერის პრემიერა
გიორგი – ჩემმა მეგობარმა ლაშა შარაშენიძემ მთხოვა, რომ დამეწერა მის ლექსზე სიმღერა. მახსოვს დილით გავიღვიძე წავიკითხე ლექსი და დავიწყე წერა , ესე შეიქმნა სიმღერა, რომელიც არის გაზაფხულზე. არის ორი ინსტუმენტი დრამი და გიტარა. ვერასდროს წარმოვიდგენი, რომ ამ სიმღერას მე ვიმღერებდი, ეს იყო ნინოს დაჟინებული თხოვნა და გამოუვიდა კიდეც.
ნინო ბაშარული & გიორგი ფხალაძე – დაგიბრალე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნინო ბაშარული & გიორგი ფხალაძე – სულიკო. Live
ნინო ბაშარული & დათო ლონდარიძე – მუხამბაზი. Live
ნინო ბაშარული & გიორგი ფხალაძე. “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები