LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ახალი Porsche

125
7ac1657323581409a05bb5e5b757d8483e66d3db

ახალი თაობის Porsche 718 შესაძლოა მთლიანად ელექტრონული გახდეს, რამაც დიზაინერებს მთელი ფანტაზიის გამოყენების საშუალება მისცა.

მაგალითად, ესტონელმა დიზაინერმა რაინ პრისკმა ეგზოტიკური ორკარიანი მოდელი შექმნა. მოდურ ავტომობილს სახელად Porsche Mission ეწოდა და მის ვიზუალში ბრენდის ოთხი მოდელის, ისეთის როგორიცაა– Taycan თუ  Panamera Sport Tursimo–ს ამოცნობაა შესაძლებელი. უკანა განათება დიოდის ხაზებით შეიცვალა, რამაც ავტომობილი ვიზუალურად უფრო დიდი გამოაჩინა.

არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „პორშეში“ სერიოზულად ფიქრობენ მსუბუქი და კომპაქტური სპორტქარის შექმნაზე, რომელსაც ელექტრონული აგრეგატი ექნება. სავარაუდოდ, ელექტრონულ ძრავს 718–ის „ოჯახობიდან“ რომელიმე მანქანა მიიღებს, თორე 911–ის ელექტროფიკაცია ზედმეტად რადიკალური გადაწყვეტილება იქნებოდა.

ასე რომ, იდეას ბრენდის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ და თუ რას გადაწყვეტენ მომავალში გაირკვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები