LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჩივაძე საპატიო თბილისელია

134

თბილისობის დღესასწაულზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება ილიას ბაღში გაიმართა.

საპატიო თბილისელის წოდება სხვებთან ერთად მიიღო უდიდესმა ქართველმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ.

„საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.
ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა.

ლეგენდარული ფეხბურთელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ორგზის თასის მფლობელი, ევროპის თასების თასის გამარჯვებული, 1980 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელია.

1993-97 და 2001-03 წლებში ჩივაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ალექსანდრე ჩივაძე 61 წლისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები