LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Explorer–ის სუსტი წერტილი კრაშ–ტესტით აღმოაჩინეს

92
343545

ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტმა ახალი თაობის Ford Explorer–ის დატესტვა გადაწყვიტა. კრაშ–ტესტების შემდეგ სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მწარმოებელმა მძღოლის უსაფრთოხებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

საუბარია, წინა მხრიდან შეჯახებაზე, როდესაც ავტომობილი ისე დეფორმირდება, რომ მძღოლს სერიოზული დაზიანებების მიღების საშიშროება ექმნება. ამასთან, სხვა მგზავრების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული. ასე რომ ავარიის შემთხვევაში ყველაზე საშიში ადგილი მძღოლის სავარძელია.

საბოლოო ჯამში, Explorer–ს მაღალი ქულა არ დაუწერეს. მიუხედავად იმისა, რომ გვერდიდან და უკანა მხრიდან შეჯახებებში ავტომობილმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g