ცესკო პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 8 საკითხი, მათ შორის, ასევე თვითმმართველი თემების გამგებლების მეორე ტურისა და პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხები.
გარდა ამისა, ხვალინდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის შედეგების შეჯამების თაობაზეც იმსჯელებენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.