თურქეთში 40 ჯარისკაცი დააკავეს.
ყველა დაკავებული, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ამ დროისთვის, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირისთვის 32 000 ადამიანი ციხეში იმყოფება.
საქმეს თურქული პოლიცია იძიებს.