LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური – ლევან იზორიას განცხადება

65

აღდგება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური ნოემბრის დასაწყისში გადაწყდება, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, გაიმართემა კომისიის გაფართოებული სხდომა, შეხვედრები ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

„მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ოქტომბრის თვეში დავიწყებდით დისკუსიას იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც მომზადებული გვაქვს. მომავალ კვირას უკვე დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა. შეხვედრები გაიმართება ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადენლებთან. ნოემბრის დასაწყისში საზოგადოებას წარვუდგენთ 100 დღის მუშაობის ანგარიშს, ასევე მომავალი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ გეგმებს, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის საკითხზე“.

 

magti 5g