LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაერთეთ „ფორტუნას“ ნაძვის ხეების კონკურსში – გამოაგზავნეთ ფოტოები!..

2605
fortunaplus.ge-NewYear

[email protected] – ეს არის იმეილი, რომელზეც თქვენი ლამაზი და ორიგინალურად მორთული ნაძვის ხეების ფოტოები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ. კონკურსი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ინიციატივით ტარდება და დღეიდან, 20 დეკემბრიდან იღებს სტარტს. ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ღამის 12 საათამდე. გამოგზავნილ ფოტოს გთხოვთ, მიაწეროთ მფლობელის სახელი და გვარი, იმეილი, საკონტაქტო ტელეფონი და დამატებით, იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნამდვილად თქვენი ნაძვის ხეა, თავადაც გადაიღოთ ნაძვის ხის ფონზე კიდევ ერთი არასაკონკურსო ფოტო. ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ აგრეთვე ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე https://www.facebook.com/radiofortunaplus გამოგზავნილი ნაძვის ხეების ფოტოები 23 დეკემბრიდან ეტაპობრივად განთავსდება fortunaplus.ge-ზე გამარჯვებულები კი დაგროვებული ხმების მიხედვით გამოვლინდებიან. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ.

პრიზები გადაეცემა გამარჯვებულ სამეულს:

პირველი ადგილი – ორკაციანი საგზური ,,კაჭრეთის ამბასადორი“

მეორე ადგილი – ორკაციანი საგზური ,,გოლდენ ტულიპი“

მესამე ადგილი – ორკაციანი საგზური კურორტ საირმეში

კონკურსი სრულდება 14 იანვარს, ღამის 12 საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები