LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხუციშვილი: ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ

37

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

დაზარალებულმა წუხელ მისცა ჩვენება. ყველას დაკითხვა მოხდება. მინიმუმ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ უნდა დაკითხოს. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, დღეს დილას დაგეგმილი იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომ ენახათ სად მოხდა, ადგილზე რამე კვალი თუ არის. ამ გამოძიებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ.

ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, წუხელ ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკოლოზ ხიზაძე დაიკითხა. იგი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ სოფელ მუსხში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g